ბიომეურნეობა სოფლის მეურნეობისა და საკვების წარმოების ისეთი სისტემაა, სადაც არ გამოიყენება ქიმიური სასუქები, ჰერბიციდები, პესტიციდები ან სხვა ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიონ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. ბიომეურნეობაში კატეგორიულად აკრძალულია გენეტიკური ინჟინერიის ტექნოლოგიით მიღებული ორგანიზმების გამოყენება. ასეთ მეურნეობებში წარმოებული პროდუქცია ბიო- (ეკოლოგიურ, ორგანულ) პროდუქტადაა აღიარებული, და ამ სტატუსის შესანარჩუნებლად მისი შემდგომი გადამუშავების, შეფუთვისა და რეალიზაციის პროცესიც ასევე შესატყვისი სტანდარტებით იმართება.
ტერმინი ”ბიო” კანონით განსაზღვრული განმარტებაა და გულისხმობს, რომ მეურნეობის მართვისა და საკვების წარმოების მეთოდები მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს შეესაბამება. ტერმინები "ეკოლოგიური" და "ბიო" ან "ორგანული" სინონიმებია.